2016-01-26

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სწავლის გადასახადის დაფარვის ხელშეწყობის მიზნით, ფაკულტეტის დამატებითი სემესტრის დოქტორანტების დასაქმების შესახებ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2015 წლის 8 ივლისის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად,  2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ფაკულტეტის  დამატებითი სემესტრის დოქტორანტების სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, ცხადდება საბუთების მიღება. სასწავლო პროცესში ჩართვის მსურველმა დოქტორანტებმა სადისერტაციო საბჭოს კოლეგიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.    განცხადება (იხ. განცხადების ფორმა); 
2.    ხელმძღვანელის რეკომენდაცია;
3.    შრომათა სია;
4.    კონფერენციებში მონაწილეობის ინფორმაცია;
საბუთების მიღება იწარმოებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში 1თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით, 10.00 –17.00სთ
მისამართი: თსუ მე–2 კორპუსი, ოთახი 110 

Print

« იხ. ყველა სიახლე