2016-06-17
დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე შემდეგი კვოტებით.კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამებით.
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №95/01-01, 15.06.2016) /ge/juridical/orders/zl9roQ0NMvQdNGj/?p=1
• საბუთების მიღება - 27 ივნისი - 1 ივლისი და 29 აგვისტო - 5 სექტემბერი;
• გამოცდა უცხო ენაში - 8 სექტემბერი (9 საათი);
• გამოცხადება - 13 სექტემბერი (18 საათი);
• გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 10 სექტემბერი (9 საათი);
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 14 - 16 სექტემბერი;
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 17 სექტემბერი;
• ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 19 - 20 სექტემბერი;
• საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის
დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 21 სექტემბერი;
• ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 22 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.):
• განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2016 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
• ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
• სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
დოქტორანტურის გადასახადი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის სწავლის ძირითადი 6 სემესტრის გადასახადი შეადგენს 150 ლარს სემესტრში, ხოლო ყველა დამატებით სემესტრში სწავლის სემესტრული გადასახადი არის 300 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, ოთახი № 158, ტელ.: (+995 32) 2 290836
« იხ. ყველა სიახლე