ქიმიის დეპარტამენტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბავშო უნივერსიტეტის პროგრამის
„მოგზაურობა ქიმიის სამყაროში“
ფარგლებში ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის აგრძელებს შეხვედრებს თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეებთან.
პროგრამა ითვალისწინებს ქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიების დათვალიერებასა და ქიმიური ექსპერიმენტის ჩვენებას.
ღონისძიებაში მონაწილე ქვემიმართულებები: ორგანული ქიმია, არაორგანული ქიმია, ფიზიკური და ანალიზური ქიმია, მაკრომოლეკულების ქიმია, ბიოორგანული ქიმია.
ღონისძიების ხელმძღვანელი: პროფ. შოთა სამსონია
მასწავლებელი: ლაბორატორიის გამგე მაია რუსია
ღონისძიების ადგილი: ქიმიის დეპარტამენტი. მელიქიშვილის კაბინეტ–ბიბლიოთეკა (ოთახი 169), ქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიები
.
28.02.2012, 14.00 სთ (ოთხშაბათი) - გრიგოლ ხანძთელის სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა.