ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობდა 2 კანდიდატი - ასოცირებული პროფესორი მიხეილ ამაღლობელი, ასოცირებული პროფესორი რამაზ ხომერიკი. არჩევნების შედეგად თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ასოცირებულმა პროფესორმა რამაზ ხომერიკმა დაიკავა.
არჩევნებში მონაწილეობა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 39 წევრიდან 36-მა ამომრჩეველმა მიიღო. კანდიდატებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: რამაზ ხომერიკი - 34 ხმა, მიხეილ ამაღლობელი - 2 ხმა.