ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N152-01-01 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად.
წლის საუკეთესო პედაგოგის შერჩევის კრიტერიუმებია:
ა) პედაგოგის ინდივიდუალური ურთიერთობა სტუდენტებთან (კონსულტაცია სალექციო საათების გარეთ, დახმარება სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის, სტატიების მომზადებისათვის და ა.შ);
ბ) სალექციო მასალის აქტუალურობა;
გ) სალექციო მასალის საინტერესოდ მიწოდება და ლექციის, სამუშაო ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული თუ ლაბორატორიული მეცადინეობების მაღალ დონეზე გაძღოლა.
გამოკითხვა ტარდება ელექტრონულად სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის (
sms.tsu.ge) საშუალებით.
გთხოვთ გაეცნოთ წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესს (იხ.
ფაილი)