უკვე მესამე წელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი საზაფხულო
სამეცნიერო აკადემიას ატარებს, რომელიც ამჯერად 21 ივნისს 9:30 საათზე თსუ 2
კორპუსის ქიმიის დიდი აუდიტორიაში დაიწყებს მუშაობას. გაეროს განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) ერთად საზაფხულო
სამეცნიერო აკადემია, როგორც (IYC 2011) ოფიციალური ღონისძიება , ქიმიის
საერთაშორისო წელს აღნიშნავს. თსუ მეცნიერებთან, სტუდენტებთან და
პროფესორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის, CERN–ის (ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მეცნიერები
და პროექტის “Promotion of biodiversity through restoration of quarries”
(ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება კარიერების აღდგენის გზით; Heidelberg
Cement PLC and German International Cooperation (GIZ)) წარმომადგენლები.
დაგეგმილია IYC გლობალური წყლის ექსპერიმენტში მონაწილეობა. აქტიური
მონაწილე მოსწავლეები თსუ საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის დიპლომებითა და
სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
დამატებითი ინფორმაცია:
http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/science/cq_l9gwinbba6c5/
აკადემიაში სააპლიკაციო ფორმით უკვე დარეგისტრირებულ 7-12 კლასის
მოსწავლეებთან ერთად ყველა მსურველ მოსწავლეს შეუძლია პროგრამით
გათვალისწინებული ლექციებს დაესწროს. დაინტერესებულ მოსწავლეებს ლექციებზე
დასასწრებად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულად:
scienceacademy-ssa@tsu.ge; scienceacademy2010@gmail.com და ან პირადად 21
ივნისს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
იხილეთ
აკადემიის პროგრამა.
ერთად ვიზეიმოთ ქიმიის საერთაშორისო წელი !