ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-17

კონკურსი ფიზიკის და ქიმიის მიმართულების სტუდენტებისათვის აზიის მერვე სამეცნიერო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად


ამა წლის 24-29 აგვისტოს, ნანიანგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (სინგაპური) ჩატარდება  აზიის მერვე სამეცნიერო ბანაკი, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი მეცნიერები და ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკასა და ქიმიაში

www.ntu.edu.sg/ias/asc2014

ცხადდება კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკისა და ქიმიის მიმართულების სტუდენტებისათვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
-    მაღალი აკადემიური  მოსწრება;
-    ასაკი 21 წლამდე (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით);
-    ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია და წერა);

წარსადგენი დოკუმენტების სია:
1.    სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
2.    CV (ინგლისურ ენაზე);
3.    ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
4.    პასპორტის ასლი;

საბუთების წარდგენა: თსუ II კორპუსი, ოთახი 108, 24 თებერვლის ჩათვლით.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ინგლისურ ენაზე გასაუბრების შედეგად.

Print

« იხ. ყველა სიახლე