2020-03-04

საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის მუდმივმომქმედი სასწავლო-შემეცნებითი სემინარი

საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია (სსა)
აგრძელებს მუდმივმომქმედ სასწავლო-შემეცნებით სემინარებს:
ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება მონაცემთა ანალიზის პროცესში

სემინარებზე დასწრება შეუძლია მათემატიკის მიმართულების ყველა იმ სტუდენტს, ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს და შეისწავლოს ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება პრაქტიკაში. 
სემინარებში აქტიური მონაწილეობა იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობა ალბათობისა და სტატისტიკის მიმართულებით დანიშნული სახელობითი სტიპენდიების მისაღებად. 
სემინარებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
სტატისტიკის ადგილი და როლი მონაცემთა მეცნიერებაში;
როგორ დავგეგმოთ გამოკვლევა და შევაგროვოთ მონაცემები;
მონაცემთა ბაზების შექმნა;
სტატისტიკის გამოყენების კონკრეტული მაგალითები პრაქტიკაში წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტაში ;
მონაცემთა ბაზების სტატისტიკური დამუშავება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით (Excel, SPSS, R);
მათემატიკური ხედვა ბიზნესში და მისი უპირატესობა;
სხვადასხვა სახალისო ამოცანები.
სემინარები ჩატარდება თსუ მე-11 კორპუსის # 410 კომპიუტერულ კლასში. 
მსემენელებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალურად დაამუშაონ რეალური გამოკვ-ლე¬ვის მონაცემთა ბაზები კომპიუტერის გამოყენებით.
სემინარი იმუშავებს კვირაში 1 დღე, 2 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სსა ვიცე-პრეზიდენტს, პროფ. ომარ ფურთუხიას # 304 ოთახში (ტ. 577 244 511).

მორიგი სემინარი გაიმართება ა. წ. 23 მარტს, ორშაბათს, 
15:00 საათზე,  # 410 აუდიტორიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე