2017-12-12
დოქტორანტის დავით ხუციშვილის სემინარი
13 დეკემბერს (ოთხშაბათს) ფიზიკის მცირე აუდიტორიაში (227 აუდიტორია) 15:30 საათზე შედგება სადოქტორო პროგრამა "ფიზიკის" ასტროფიზიკის 1.4 მოდულის დოქტორანტის დავით ხუციშვილის სემინარი (სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმის სავალდებულო კომპონენტი).მოხსენების თემა: "მაგნიტური ველის როლი მზის ატმოსფეროში".
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნანა შათაშვილი და ვაჟა ყულიჯანაშვილი (აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახ. ობსერვატორია).
« იხ. ყველა სიახლე