2015-01-27

ესტატე ხმალაძის სტიპენდიანტი 2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2014-2015 სასწავლო წლის სტიპენდია მიენიჭა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მაგისტრანტს ოთარ სახელაშვილს.

სტიპენდიის გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართება 2015 წლის 29 იანვარს 14:45 საათზე თსუ მე-11 კორპუსის 421–ე აუდიტორიაში.

დამატებითი ინფორმაცია ესტატე ხმალაძის სტიპენდიის შესახებ იხილეთ ლინკზე http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/science/news/FYe4R0HI-etyroaG/?p=3
Print

« იხ. ყველა სიახლე