ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-04-10

მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა

2013 წლის  11 აპრილს,  ხუთშაბათს  1400 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა

მოხსენებას თემაზე:
 "შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები ამოზნექილი გენერატორით"
 წაიკითხავს:  ბესიკ ჩიქვინიძე
(ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)

ნაშრომში შესწავლილია გარკვეული ტიპის შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები და მათი კავშირები BMO მარტინგალებთან. თავდაპირველად წრფივი შექცეული განტოლებების გამოყენებით დამტკიცებულია BMO მარტინგალების თეორიის რამოდენიმე კლასიკური შედეგი. ნაშრომის მეორე ნაწილში კი შესწავლილია ამოზნექილ გენერატორიანი სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები და დამტკიცებულია ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის თეორემები შემოუსაზღვრელი სასაზღვრო პირობისა და მარტინგალის შემოუსაზღვრელი მახასიათებლის შეთხვევაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე