2010-11-19

25 ნოემბერს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ სემინარზე ასოცირებული პროფესორი ნ.არჩვაძე წარმოადგენს მოხსენებას "ფუნქციონალური პროგრამირება. პროგრამირების ენა F#".

  დასაწყისი 9:30 საათზე;  თსუ XI კორპუსი, №204 აუდიტორია.
 გთხოვთ, დაესწროთ.

ანოტაცია: მოხსენებაში განიხილება ფუნქციონალური პარადიგმა და პროგრამირების ენა F#, რომელიც შედის Microsoft Visual Studio 2010-ის შემადგენლობაში.
ასევე, ნაჩვენები იქნება, როგორ შეიძლება გადაწყდეს კომპიუტერული მეცნიერებების ზოგიერთი თეორიული საკითხი, კერძოდ პროგრამათა ვერიფიკაცია, ფუნქციონალური მიდგომით.
Print

« იხ. ყველა სიახლე