2018-05-24

საზაფხულო სკოლა ოპერატორთა ალგებრაში, სპექტრულ თეორიასა და მათი გამოყენებების შესახებ ტოპოლოგიურ იზოლატორებში


 2018 წლის   17-დან 21 სექტემბრამდე  საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ტარდება   საზაფხულო სკოლა  მათემატიკაში.  

სკოლა ეძღვნება ტოპოლოგიური იზოლატორების დღეისათვის ძალიან აქტუალურ და  სწრაფად განვითარებად დარგს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  ტოპოლოგიური და ანალიზური მეთოდები, რომლებიც აუცილებელია ტოპოლოგიური იზოლატორების  მათემატიკური ასპექტების გასაგებად.

სკოლა  ასევე ხელს  შეუწყობს   ფიზიკური მოვლენებისა და პროცესების  გააზრებას, რაც აუცილებელია  მათი მათემატიკური მოდელირებისთვის.

საზაფხულო სკოლაში  მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს და კავკასიის რეგიონის, ასევე სხვა რეგიონების  დოქტორანტებსა და ახალგაზრდა  მკვლევარებს.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ საზაფხულო სკოლის ვებ გვერდზე. 
Print

« იხ. ყველა სიახლე