მეექვსე სტუდენტური კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიმართება 2018 წლის 9-13 ივლისს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის ფარგლებში მოხდება მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე შესრულებული საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, პროექტებისა და ჯგუფური პროექტების საჯარო დაცვა.
დოქტორანტს კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება შეიძლება ჩაეთვალოს სასწავლო ან კვლევით კომპონენტად და მიენიჭოს შესაბამისი კრედიტი. ამ შემთხვევაში დოქტორანტმა კონფერენციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის ადმინისტრაციას და ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურში წარმოადგინოს ნაბეჭდი ნაშრომი.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის.