ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-13

ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მე-8 ყოველწლიური კონფერენცია


2017 წლის 27-29 დეკემბერს თსუ I კორპუსის №115 აუდიტორიაში დაგეგმილია ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მე-8 ყოველწლიური კონფერენცია.

განრიგი:

27 დეკემბერი-  დოქტორი ვლადიმერ იოფე ( Teva Pharmaceutical Industries, Ltd. ისრაელი) -ვორქშოპი ფარმაცევტულ ანალიზებზე.

28, 29 დეკემბერი
- სტუდენტების და თანამშრომლების მოხსენებები მიმდინარე წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ.

სტუდენტების მოხსენებებს, რომლებიც მომზადებული იქნება ინგლისურ ენაზე, შეაფასებს ჟიური. საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვდებიან.

Print

« იხ. ყველა სიახლე