„ვიქტორინა-2012“- ნახევარფინალური ტურის შედეგები
17 ნოემბერს ივ . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა „ ვიქტორინა -2012“- ის ნახევარფინალური ტური , რომელშიც მონაწილეობდენ შესარჩევ ტურებში გამარჯვებული თბილისის და საქართველოს რეგიონების 20 საჯარო და კერძო სკოლის X-XII კლასების მოსწავლეები. მოსწავლეები ქიმია , ბიოლოგია , ფიზიკა , მათემატიკასა და გეოგრაფიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს . მოსწავლეებმა უპასუხეს სხვადასხვა სირთულის ტესტებს , რომელიც განსხვავებული ქულებით შეფასდა . ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ტურში, რომელიც ჩატარდება 2012 წლის 22 დეკემბერს .
ფინალის საგზური შემდეგმა რვა სკოლამ მოიპოვა :
# |
ქალაქი/სოფელი |
სკოლა |
გუნდი |
ქულა |
1 |
თბილისი |
52–ე საჯარო სკოლა |
‘’იუნკერები“ |
34 |
2 |
გურჯაანის რაიონი |
ვაზისუბნის საჯარო სკოლა |
‘’ვაზი’’ |
32 |
3 |
თბილისი |
კლასიკური გიმნაზია |
‘’ბინული’’ |
28 |
4 |
თბილისი |
კერძო სკოლა ჯი-ელ-სი |
"ჯი-ელ-სი" |
27 |
5 |
თბილისი |
173–ე საჯარო სკოლა |
‘’ორიონი’’ |
27 |
6 |
თბილისი |
128–ე საჯარო სკოლა |
"ქიმერიონი" |
27 |
7 |
თელავი |
იყალთოს საჯარო სკოლა |
" იყალთო " |
26 |
8 |
ჭიათურა |
N 1 საჯარო სკოლა |
" საშევარდნო " |
24 |
ვულოცავთ მათ წარმატებას!
« იხ. ყველა სიახლე