2016-11-24
ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2016“.
2016 წლის 23დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ინიციატივით, ბიოლოგიის დეპარტამენტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანადგომით დილის 11:00 საათზე გაიხსნება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2016“.კონფერენცია ეძღვნება მეცნიერ ქალებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც ნეირობიოლოგიის, ისე ზოგადად ბიოლოგიის აქტუალური საკითხების მეცნიერულ კვლევაში.
კონფერენციის მიზანია მეცნიერ ქალთა მიერ შესრულებული საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევების წარმოჩენა, ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხების განხილვა და ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის გაზრდა.
ჩატარების ადგილი: თსუ 11 კორპუსი. აუდიტორია 421 (უნივერსიტეტის ქ.2)
« იხ. ყველა სიახლე