2019-02-19

ფოლკსვაგენის ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნირო ფონდის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის „რეგიონალური სადოქტორო პროგრამა თეორიულ ფიზიკასა და ნაწილაკების ექსპერიმენტალურ ფიზიკაში“ ფარგლებში გამოცხადებული სტიპენდიების მოსაპოვებელი კონკურსის შედეგები


კონკურსში შემოტანილი დოკუმენტების საფუძველზე საკონკურსო კომისიამ, რომელშიც თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამი წარმომადგენელი შედიოდა (მირიან ტაბიძე, რევაზ შანიძე და მერაბ გოგბერაშვილი) ა.წ. 29 იანვარს გამოცხადებულ სტიპენდიების კონკურსში თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის სადოქტორო პროგრამის ორი დოქტორანტი მიიჩნია გამარჯვებულად: რევაზ ბერაძე და ალექსანდრე ღურჭუმელია. ორივე მათგანს წლის ბოლომდე დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია, 600 ევროს ექვივალენტი ლარებში.


Print

« იხ. ყველა სიახლე