2017-04-19
ქიმიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა
21 აპრილს, პარასკევს 16:00 საათზე 039-ე აუდიტორიაში ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.დღის წესრიგი:
1. „ენილკონაზოლის მიგრაციის რიგის და დაყოფის მექანიზმების შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზსა ბმრ სპექტროსკოპიაში ქირალურ სელექტორებად ნეიტრალური და დამუხტული ციკლოდექსტრინების გამოყენებით“ - ანა გოგოლაშვილი, IV სემესრტის მაგისტრანტი.
ხელმძღვანელი-საქ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე.
2. “კლენპენტეროლის ენანტიომერების დაყოფის მექანიზმების შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად ციკლოდექსტრინების გამოყენებით“ ელენე ტატუნაშვილი, IV სემესრტის მაგისტრანტი.
ხელმძღვანელი-საქ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე.
3. “ენანტიომერების ქრომატოგრაფიული დაყოფის კანონზომიერებების კვლევა შებრუნებულფაზიან ელუენტებში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სელექტორების გამოყენებით“ - ზოია შედანია, დოქტორანტი.
ხელმძღვანელი-საქ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე.
« იხ. ყველა სიახლე