2015-02-20

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა შესარჩევად „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2015“ მონაწილეობისათვის.

2015 წლის 2-8 აგვისტოს ტაილანდის სამეფოში გაიმართება „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2015“ , სადაც ლექციებს წაიკითხავენ ნობელის და ფილდსის პერემიების ლაურეატები და ცნობილი მეცნიერები ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში   (http://asc2015.posn.or.th ).

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა შესარჩევად „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2015“ მონაწილეობისათვის.  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
  •  მაღალი აკადემიური მოსწრება;
  •  საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების პირველი ან მეორე წელი;
  •  ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია, წერა, კითხვა).

წარსადგენი დოკუმენტების სია:
  •  სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  •  CV (ინგლისურ ენაზე);
  •  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის და საბაკალავრო პროგრამის მითითებით;
  •   ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
  •   პირადობის მოწმობის ასლი.

საბუთების წარდგენა: თსუ II კორპუსი, ოთახი # 108 , 20თებერვლიდან  25 თებერვლის ჩათვლით.

კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაზე.


დეკანის ბრძანება

Print

« იხ. ყველა სიახლე