2015-11-25
სტუდენტთა მეორე ვორქშოფი ქიმიის მიმართულებაზე
2015 წლის 16 დეკემბერს ქიმიის მიმართულებაზე გაიმართება სტუდენტთა მეორე ვორქშოფი
ვორქშოპში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სასწავლო პროგრამების სტუდენტებს.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1. მომხსენებლის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. მოხსენების დასახელება.
3. მეცნიერ–ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური თანამდებობა, ან სამეცნიერო ხარისხი.
რეგისტრაცია: 2016 წლის11დეკემბრამდე ნათია ქარჩავასთან
nkarchava@gmail.com
« იხ. ყველა სიახლე