2010-05-14

8–12 კლასის მოსწავლეების საყურადღებოდ: საზაფხულო სამეცნიერო აკადემია 2010

უკვე მეორე წელია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიას“ ატარებს, რომელიც ამჯერად 2010 წლის 21 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება. აკადემიაში 8–12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც განსაკუთრებული ინტერესი და სურვილი აქვთ კიდევ უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა ზემოთ აღნიშნულ მეცნიერებებში. საზაფხულო სამეცნიერო აკადემია ემსახურება მიზანს გააცნოს სკოლის მოსწავლეებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინტერდისციპლინური, ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები; ადრეულ ასაკში შეუწყოს ხელი მოსწავლეთა სამომავლო ინტერესების გაღვივებას და პრობლემების გადამწყვეტი, შედეგზე ორიენტირებული, სხარტი თაობის მოზიდვას უნივერსიტეტში. იხ. სააპლიკაციო ფორმა
Print

« იხ. ყველა სიახლე