ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-24

„ვიქტორინა-2013–2014“-ის ნახევარფინალური ტურის შედეგები



23 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ვიქტორინა-2013–2014“-ის ნახევარფინალური  ტური გაიმართა. თბილისის და საქართველოს რეგიონების 22 საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკასა და გეოგრაფიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თითოეული გუნდი 5 მონაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა უპასუხეს სხვადასხვა სირთულის ტესტებს, რომელიც განსხვავებული ქულებით შეფასდა. ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული გუნდები 2014 წელს დაგეგმილ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

ფინალისთვის საგზური შემდეგმა ცხრა სკოლამ მოიპოვა


Print

« იხ. ყველა სიახლე