2018-12-04
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამეცნიერო ერთეულებს, რომლებსაც გრანტის შესასრულებლად სჭირდებათ თხევადი აზოტი.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი გაცნობებთ, რომ თხევადი აზოტის გამოსახდელი დანადგარი მისი უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს გეგმიური სარემონტო სამუშაოების წარმართვას და ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს. ამიტომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ხელმძღვანელებს მოგმართავთ თხოვნით, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ანდა მიმდინარე ხელშეკრულების მორიგი ტრანშის დამთავრებამდე 40 დღით ადრე შეიტანოთ შესაბამისი ფინანსური ცვლილება აზოტის დანადგარის მომსახურეობისათვის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში (საქონელი და მომსახურეობის პუნქტ 4.7.11-ის „სხვა დანარჩენი ხარჯები“). ამ საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ფაკულტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, ბატონ ოთარ თაბორიძეს (ტელ. 577665579).
« იხ. ყველა სიახლე