2012-04-30
მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნეირო სემინარი
2012 წლის 3 მაისს, ხუთშაბათს 15.00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია # 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი თემაზე:
“ოპტიმალური გაჩერების ერთი ამოცანის შესახებ”
მომხსენებლები:
პეტრე ბაბილუა, ბესარიონ დოჭვირი, ომარ ფურთუხია
(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მოკლე ანოტაცია:
შესწავლილია ოპტიმალური გაჩერების ამოცანა არასრული მონაცემებით დაკვირვების ერთი მოდელისათვის. მიღებულია ფილტრაციის განტოლებები და არასრული მონაცემების შემთხვევა დაყვანილია სრული მონაცემების შემთხვევაზე. მიღებულია აგრეთვე პირობითი დისპერსიის შეფასება დაკვირვებადი პროცესის შეშფოთების მცირე პარამეტრით.
« იხ. ყველა სიახლე