2019-10-23
საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის სემინარი -2
საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია
იწყებს მუდმივმომქმედ სასწავლო-შემეცნებით სემინარებს:
ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება მონაცემთა ანალიზის პროცესში
იწყებს მუდმივმომქმედ სასწავლო-შემეცნებით სემინარებს:
ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება მონაცემთა ანალიზის პროცესში
სემინარებზე დასწრება შეუძლია მათემატიკის მიმართულების ყველა იმ სტუდენტს, ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს და შეისწავლოს ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება პრაქტიკაში.
სემინარებში აქტიური მონაწილეობა იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობა ალბათობისა და სტატისტიკის მიმართულებით დანიშნული სახელობითი სტიპენდიის მისაღებად.
სემინარებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სტატისტიკის ადგილი და როლი მონაცემთა მეცნიერებაში;
- როგორ დავგეგმოთ გამოკვლევა და შევაგროვოთ მონაცემები;
- მონაცემთა ბაზების შექმნა;
- სტატისტიკის გამოყენების კონკრეტული მაგალითები პრაქტიკაში წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტაში ;
- მონაცემთა ბაზების სტატისტიკური დამუშავება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით (Excel, SPSS, R);
- მათემატიკური ხედვა ბიზნესში და მისი უპირატესობა;
- სხვადასხვა სახალისო ამოცანები.
მსემენელებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალურად დაამუშაონ რეალური გამოკვლევის მონაცემთა ბაზები კომპიუტერის გამოყენებით.
სემინარი იმუშავებს კვირაში 1 დღე, 2 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ ბ-ნ ომარ ფურთუხიას # 304 ოთახში.
მორიგი სემინარი გაიმართება 28 ოქტომბერს, ორშაბათს,
15:00 საათზე, # 421 აუდიტორიაში.
თემა: მზღვეველის პროფესია.15:00 საათზე, # 421 აუდიტორიაში.
ლექტორი: გურამ მირზაშვილი - სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“.
მოკლე ანოტაცია. განხილული იქნება: ა) რაში მდგომარეობს მზღვეველის „მეთოდი“, რომელსაც ის იყენებს თავის საქმიანობაში; ბ) რას წარმოადგენს მზღვეველის პროფესია; გ) რა არის ის ტიპიური ამოცანები, რომელთა ამოხსნაც მზღვეველს უხდება სისტემატურად და რა ცოდნა და უნარ-ჩვევებია საჭირო ამ ამოცანების გადასაჭრელად.
« იხ. ყველა სიახლე