ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-07-23

ფაკულტეტის დამატებითი სემესტრის დოქტორანტების სწავლის გადასახადის დაფარვის ხელშეწყობით სასწავლო პროცესში ჩართვის შესახებ


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა სემესტრში სწავლის გადასახადის დაფარვის ხელშეწყობის მიზნით დამატებითი სემესტრის დოქტორანტების სასწავლო პროცესში ჩართვის წესი. 2015-2016 საწსავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესში ჩართვის მსურველმა დოქტორანტებმა სადისერტაციო საბჭოს კოლეგიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.    განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
2.    ხელმძღვანელის რეკომენდაცია;
3.    შრომათა სია;
4.    კონფერენციებში მონაწილეობის ინფორმაცია;
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ფაკულტეტის კანცელარიაში23 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით.

Print

« იხ. ყველა სიახლე