შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კონკურსს კვლევითი, დოქტორანტურის ან პოსტდოქტორანტურის სტიპენდიების მისაღებად შვეიცარიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კვლევითი და დოქტორანტურის სტიპენდიების ოდენობაა თვეში 1590 ევრო, ხოლო პოსტდოქტორანტურის სტიპენდია თვეში 2890 ევრო. სტიპენდიის ხანგრძლივობა 1-დან 3 წლამდე.
სტიპენდიის მისაღებად უნდა გაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
1. სტიპენდიის სახეობა
2. სამოტივაციო წერილი
3. სრული ბიოგრაფია (CV)
ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ ან ფრანგულ ენაზე შემდეგ მისამართზე
: tif.vertretung@eda.admin.ch. შერჩევის პროცესს ახორციელებს შვეიცარიის საელჩო საქართველოში. წინასწარი განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს საელჩო გაუგზავნის განაცხადის შესავსებად საჭირო სრულ დოკუმენტაციას. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ
http://www.sbfi.admin.ch/themen/01366/01380/02175/02245/index.html?lang=en