ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-22

ესტატე ხმალაძის სტიპენდიანტი 2012

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2011-2012 სასწავლო წლის სტიპენდია მიენიჭა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის  მიმართულების მაგისტრანტს გიორგი ტეფნაძეს.

ვულოცავთ მას ამ წარმატებას !

სტიპენდიის გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართება 2012  წლის 23 მარტს 14:00 საათზე თსუ 11 კორპუსის 421–ე აუდიტორიაში. ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაჟღერდება საინტერესო ინიციატივები.
Print

« იხ. ყველა სიახლე