ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-05

კონკურსი ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, გეოგრაფიის, გეოლოგიის და ქიმიის მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტანისლავ ტოლპას სტიპენდიის მისაღებად


ცხადდება კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, გეოგრაფიის, გეოლოგიის და ქიმიის მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტანისლავ ტოლპას სტიპენდიის მისაღებად. სტიპენდია განკუთვნილია ვრაცლავის უნივერსიტეტში გარემოსა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით ერთიდან სამ თვემდე მივლინებისათვის 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 ივნისის პერიოდის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის დოქტორანტებს და სხვა მეცნიერებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.up.wroc.pl

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:

-    ასაკი 35 წლამდე (2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით);
-    ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია და წერა);

წარსადგენი დოკუმენტების სია:

1.    სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
2.    CV (ინგლისურ ენაზე);
3.    პასპორტის ასლი;

საბუთების წარდგენა: თსუ II კორპუსი, ოთახი 108, 13 მაისის ჩათვლით დღის 12:00 სთ-მდე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ინგლისურ ენაზე გასაუბრების შედეგად.

Print

« იხ. ყველა სიახლე