ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-13

მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებების სტუდენტების საყურადღებოდ!


2015 წლის 2-8 აგვისტოს ტაილანდის სამეფოში გაიმართება „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2015“ , სადაც ლექციებს წაიკითხავენ ნობელის და ფილდსის პერემიების ლაურეატები და ცნობილი მეცნიერები ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში (http://asc2015.posn.or.th ).
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებების სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
-    მაღალი აკადემიური მოსწრება;
-    საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების პირველი ან მეორე წელი;
-    ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია, წერა, კითხვა).

წარსადგენი დოკუმენტების სია:
1.    სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
2.    CV (ინგლისურ ენაზე);
3.    ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის და საბაკალავრო პროგრამის მითითებით;
4.    ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
5.    პასპორტის ასლი.

საკონკურსო დოკუმენტების მიღების ვადები გამოცხადდება უახლოეს დღეებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე