2010-11-22

კონფერენცია თემაზე „კაცობრიობა ეკოლოგიური კატასტროფების ეპოქაში“

თსუ
სტუდენტური თვითმმართველობა
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი
კონფერენცია
„კაცობრიობა ეკოლოგიური კატასტროფების ეპოქაში“

მონაწილეობის მსურველებმა 7 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ  ნაშრომები  როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით.

  1. კონფერენციაში წარმოდგენილი თემის მოცულობა არ უნდა იყოს A4 ფორმატის   3 თაბახის ფურცელზე ნაკლები  და არ უნდა აღემატებოდეს 16 ფურცელს.
  2. მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი Sylfaen ფონტით. ფონტის ზომა 11. თემის დასაწყისში, საწყის გვერდზე უნდა იყოს მითითებული თემის სათაური მუქი სტილით (bold)  და ავტორი. თემის ბოლოს მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა, ან თემაში გამოყენებული მასალის ელექტრონული მისამართი.
  3. თემა წარმოდგენილი უნდა იყოს    *.doc ფორმატში.
ნამუშევრები ბეჭდური სახით მიიღება სტუდენტური თვითმმართველობის ოთახებში:

II კორპუსი 133 –ე აუდიტორია .
III  კორპუსი 119 –ე  აუდიტორია.
X  კორპუსი (მაღლივი) 102 –ე აუდიტორია.
XI  კორპუსი 306 –ე  აუდიტორია.
V კორპუსი  228-ე აუდიტორია.
XI კორპუსი მედიცინის ფაკულტეტის თვითმმართველობა.

ხოლო ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე :
tsu.edu.department@gmail.com


ნამუშევრების ჩაბარების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.

თემებს განიხილავს უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
კონფერენცია გაიმართება უნივერსიტეტის XI კორპუსში.
გამოვლენილი 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორები წარმოადგენენ საკუთარი თემების პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე გამოვლინდება I , II და III ადგილის მფლობელები და გადაეცემათ დიპლომები და ჯილდოები.

გამარჯვებულთა ნაშრომები გამოიცემა კრებულის სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქეთევან ქოჩლაძე : 893 99 38 82
ან ელექტრონულ მისამართზე : zustebi.ganatleba@gmail.com




Print

« იხ. ყველა სიახლე