საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს (საბჭოს სხდომა №4; 14.05.2020) გადაწყვეტილება
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ”
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, 28-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 29–ე
მუხლის მე–2 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ
ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის ,,ბ“
ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს 2016 წლის 16 მაისის №54/2016 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო
აცხადებს:
1. გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
(შემდგომში - ,,ფაკულტეტი”) დეკანის არჩევნები;
2. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2020 წლის 30 ივნისს 14.00-17.00 სთ.;
3. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება
მოხდეს 2020 წლის 16 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით 11 სთ-დან 16 სთ-მდე ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი:
თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი № 3, თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი 110.
4. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
4.1. განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა
იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა,
საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის
მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
4.2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
4.3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი
რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე–3 მუხლით
დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარადგენს ამავე
განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას.
5. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო
პროცედურები წესრიგდება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო
პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის
№54/2016 დადგენილებით.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო