ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
– ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა.
2014 წლის 7-12 ივლისს თბილისში ჩატარდება მე-6 „ქართულ-გერმანული სკოლა- სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა“. სემინარის I ნაწილი (7-8 ივლისი) ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო II ნაწილი (10-11 ივლისი) – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სკოლა-სემინარში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორი და წამყვანი სპეციალისტი, ასევე პროფესორები ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტებს შეუძლიათ გააკეთონ სასტენდო მოხსენებები, რომელიც გაიმართება
8 ივლისს 17:00 საათზე თსუ სააქტო დარბაზის ფოიეში (იხ. სასტენდო მოხსენებების
შესარჩევი კონკურსი).
8 ივლისს 19:00 საათზე, პროფესორი ოტო შულტი წაიკითხავს საჯარო ლექციას –
„საერთაშორისო თანამშრომლობა, მეცნიერებით გაღვივებული და პოლიტიკით შეზღუდული – ცხოვრების ბედნიერი წლები“. ლექციამდე გაიმართება საზეიმო ცერემონია – პროფესორ ოტო შულტს მიენიჭება თსუ საპატიო დოქტორის წოდება, ხოლო ფიზიკის დოქტორ ანდრო კაჭარავასა და პროფესორ მიხეილ ნიორაძეს გადაეცემათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლები ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.
დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
http://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp14/
საკონტაქტო პირი, ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე თევზაძე
თსუ II კორპუსი, ოთახი 108.
ელ. ფოსტა: alexander.tevzadze@tsu.ge