ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-04-11

ესტატე ხმალაძის სტიპენდიანტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2010-2011 სასწავლო წლის სტიპენდია დაენიშნათ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის II სემესტრის მაგისტრანტებს ზარა ბაღდასარიანსა და გიორგი მილოშევიჩს. ვულოცავთ მათ აღნიშნულ წარმატებას !

სტუდენტებისათვის სტიპენდიის გადაცემის საზეიმო ღონისძიება 2011 წლის 8 აპრილს 15:00 საათზე თსუ 11 კორპუსის 421–ე აუდიტორიაში გაიმართა. 2010-2011 სასწავლო წლის სტიპენდიებისათვის მადლობას ვუხდით თსუ კურსდამთავრებულებს ბატონ ესტატე ხმალაძეს და ქალბატონ ნინო ტორონჯაძეს.

ბატონი ესტატე ხმალაძე 2002 წლიდან ახალ ზელანდიაში ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის მათემატიკური და კომპიუტერული მეცნიერებები კოლეჯში პროფესორის პოზიციაზე მოღვაწეობს. თსუ ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის და ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ბ–ნი ესტატე ხმალაძე 2008 წლიდან თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრანტთათვის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის ინიციატორია. ესტატე ხმალაძის  მოღვაწეობა ყველაზე მეტად ცნობილია სტატისტიკაში ხმალაძის ტრანსფორმაციით. 2010 წელს ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების მიერ განსაკურთებულად იქნა აღიარებული  სტატისტიკურ მოდელებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტის პროფესორი ესტატე ხმალაძის წვლილი , როგორც თეორიული შრომებში, ასევე  საფინანსო, სადაზღვევო და სხვა დარგებში სტატისტიკური მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით.  ყოველწლიურად ერთი ან ორი US$ 1000–ის ეკვივალენტური ქართული ლარის ოდენობის სტიპენდია გაიცემა თსუ სტუდენტებზე. წელს ბატონ ესტატე ხმალაძესთან ერთად სტუდენტებისათვის სტიპენდიის დონორი თსუ კურსდამთავრებული, დოქტორი ნინო ტორონჯაძე გახლავთ. ქალბატონმა ნინომ სადოქტორო ნაშრომი ბ–ნი ესტატე ხმალაძის ხელმძღვანელობით შეასრულა და ამჟამად ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტში მოღვაწეობს.



Print

« იხ. ყველა სიახლე