22 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ვიქტორინა-2013-2014“-ის შესარჩევი ტური გაიმართა. თბილისის და საქართველოს რეგიონების 48 საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკასა და გეოგრაფიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თითოეული გუნდი 5 მონაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა უპასუხეს სხვადასხვა სირთულის ტესტებს, რომელიც განსხვავებული ქულებით შეფასდა. შესარჩევ ტურში გამარჯვებული გუნდები 2014 წლის თებერვლის თვეში დაგეგმილ ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას.