2011-06-14

ინგლისურ– ქართული ონლაინ ლექსიკონის პრეზენტაცია

ა.წ. 14 ივნისს, 16.00 საათზე, თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის თინათინ მარგალიტაძის  მიერ მოეწყობა დიდი ინგლისურ– ქართული ონლაინ  ლექსიკონის  პრეზენტაცია თსუ სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლებისათვის.

აღნიშნულ ლექსიკონის ცალკეული ტომები გამოიცემა 1995 წლიდან. ამჟამად სულ გამოცემულია 13 ტომი, რომლის ონლაინ ვერსია გასული წლის თებერვლიდან განთავსდა ინტერნეტში (www.dictionary.ge). ლექსიკონი მოიცავს 800 000–მდე ერთეულს, მათ შორის ყველა დარგის ტერმინთა უმრავლესობას. ის ხშირად განმარტებითი ლექსიკონის ფუნქციებსაც ითავსებს, რაც მას ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს.

თსუ ლექსიკოგრაფიულ ცენტრს დიდი ინგლისურ– ქართული ლექსიკონის  ბაზაზე  დაგეგმილი აქვს მომავალში ინგლისურ – ქართული დარგობრივი ლექსიკონების  ციკლის გამოცემა და ამ მიზნით, მნიშვნელოვნად მიაჩნია ფაკულტეტებთან მჭიდრო ურთიერთობა.

მისამართი: თსუ,  XI კორპუსი. აუდ. 107
Print

« იხ. ყველა სიახლე