2015-10-06

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი

6 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრის, პროფესორ სებასტიან შმიდტისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ენერგიის და კლიმატის კვლევის ინსტიტუტის (IEK 8 ტროპოსფერო) დირექტორის, პროფესორ ანდრეას ვანერისადმი თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართება.  

ცერემონიალს თსუ რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, იულიხის კვლევითი ცენტრის  წარმომადგენლები, თსუ აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და სტუდენტები დაესწრებიან.

პროფესორმა სებასტიან შმიდტმა და პროფესორმა ანდრეას ვანერმა დიდი წვლილი შეიტანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში, იულიხის კვლევით ცენტრთან მჭიდრო საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიური კონტაქტების დამყარებასა და ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ჩამოყალიბებაში.

ღონისძიებაზე პროფესორი სებასტიან შმიდტი და პროფესორი ანდრეას ვანერი წაიკითხავენ საჯარო ლექციებს.

Sebastian M.Schmidt  “Does our research match the top risks?”

Andreas Wahner  “Predicting atmospheric self-cleaning – From Sources, Recycling to Organic Aerosol”

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე