2016-10-17
ოთხშაბათს,19 ოქტომბერს , 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი.
მოხსენების თემა: კულონური პოტენციალის წარმოშობის შესაძლო თეორიული დასაბუთება
მომხსენებელი: ანზორ ხელაშვილი (თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე).
ანოტაცია: ნაჩვენები იქნება, რომ კულონის ტიპის ხასიათის პოტენციალის წარმოშობის შესაძლო წყარო შეიძლება იყოს ვიტენის სუპერალგებრა. აგებულია ამ ალგებრის გენერატორი და დადგენილია, რომ ის წარმოადგენს ლაპლას-რუნგე- ლენცის ვექტორის განზოგადებას რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში.
« იხ. ყველა სიახლე