ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-20

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2017“.

2017 წლის 22 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ინიციატივით,  ბიოლოგიის დეპარტამენტისა  და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანადგომით დილის 11:00 საათზე გაიხსნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2017“.
           
კონფერენციის მიზანია:

  1.     წარმოაჩინოს ნეირობიოლოგიის დარგში უკანასკნელ წლებში შესრულებული საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევები;
  2.     ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე დებატების გამართვა;
  3.     ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის გაზრდა.
 
მისამართი: უნივერსიტეტის ქ.2, თსუ 11 კორპუსი. აუდიტორია 105.
Print

« იხ. ყველა სიახლე