2014-05-08

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები


ამა წლის 8–9 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სამხრეთ აზიის მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტთან (South Asia Institute of Science and Engineering– SAISE) ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციები:

•    „ინფორმატიკა, ქსელები და ავტომატიზაცია“ („2nd International Conference on Information, Networking and Automation“ – ICINA-II 2014).
კონფერენციის ვებ–გვერდი: http://www.icina.org/

•    „სამედიცინო და ბიოინჟინერია“ („International Conference on Medical and Bioengineering“ – ICMBE 2014).  
კონფერენციის ვებ–გვერდი:  http://www.icmbe.org

•    „საავტომობილო ინჟინერია და ინტელექტუალური წარმოება“   („Automotive Engineering and Intelligent Manufacturing“ – CAEIM 2014).
კონფერენციის ვებ–გვერდი:  http://www.caeim.net

კონფერენციების ძირითადი მიზანია წარმოადგინოს უახლესი კვლევები და მეცნიერული შედეგები. კონფერენციის თემატიკა მოიცავს: ინფორმატიკას, ქსელებისა და ავტომატიზაციის მეთოდებს, საავტომობილო ინჟინერიის, ინტელექტუალური წარმოებისა და სამედიცინო–ბიოინჟინერიის საკითხებს.  
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი გთხოვთ მონაწილეობის მსურველებს  წარმოადგინოთ ორიგინალური ნაშრომები. საფუძვლიანი განხილვის შემდეგ მიღებული ნაშრომები გამოქვეყნდება ჟურნალებში “WIT Transactions on Information and Communication Technologies”,  “Applied Mechanics and Materials” და “Journal of Medical and Bioengineering (JOMB)”. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერდები.

Print

« იხ. ყველა სიახლე