2014-10-02
საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია
ამა წლის 8-10 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში გაიმართება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.
კონფერენციის თემატიკაა:
• მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა
• ჰიდრომექანიკა
• მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები
• გამოყენებითი მექანიკა
• ანალიზის მონათესავე საკითხები
იხილეთ კონფერენციის პროგრამა.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებ გვერდი:
http://www.viam.science.tsu.ge/others/gnctam/annual5.htm
« იხ. ყველა სიახლე