ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-18

გაერთიანებული სამეცნიერო სემინარი ზოგად ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მექანიკაში.

2017 წლის 28 სექტემბერს  16:00 საათზე  თსუ  მე-XI  კორპუსში,  აუდიტორია 421 ,ჩატარდება გაერთიანებული სამეცნიერო სემინარი ზოგად ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მექანიკაში.

მოხსენების თემა: "კომპაქტური ოპერატორების წარმოდგენის შესახებ"

მომხსენებელი: დევიდ ედმუნდსი (ემერეტუს პროფესორი, სასექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი)

მოკლე ანოტაცია: კარგადაა ცნობილი კლასიკური თეორემები  კომპაქტური  T  ოპერატორის წარმოდგენების  შესახებ, როცა ოპერატორი ჰილბერტის სივრცეებს შორის მოქმედებს. მოხსენებაში განხილული  იქნება თანამედროვე მიღწევები კომპაქტური  T  ოპერატორის წარმოდგენების შესახებ, როცა ოპერატორი ზოგად ბანახის სივრცეებს შორის მოქმედებს.
              


Print

« იხ. ყველა სიახლე