ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-17

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

    ოთხშაბათს, 18 თებერვალს, 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სემინარი

 
მოხსენების თემა: „მიკრობების გამრავლების პროცესების მექანიზმები ფიზიკური თვალთახედვით - ტურბიდიმეტრული და ვისკოზიმეტრული კვლევები“

მომხსენებელი:
პროფ. თამაზ მძინარაშვილი , (ბიოფიზიკის მიმართულება, ფიზიკის დეპარტამენტი,  თსუ)

                                    
 ანოტაცია:
 უწყვეტ დროის რეჟიმში ბაქტერიების გამრავლების პროცესზე დამზერას გააჩნია ის უპირატესობა, რომ ამით შესაძლებელა დადგენილი იყოს ის მექანიზმები, რითიც ხასიათდება სხვადასხვა წარმომავლობის ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულების ბაქტერიის მემბრანასთან ურთიერთქმედების ბუნება. ასეთი მიდგომით საინტერესოა გაირკვეს ბაქტერიების გამრავლების პროცესზე თუ რა გავლენას ახდენს, მაგალითად ანტიბიოტიკები, ისევე როგორც დადგინდეს თუ როგორია ცოცხალი ბაქტერიების და ბაქტერიოფაგების ურთიერთქმედების ადრეული ეტაპების მექანიზმები. ამ ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული შედგება თუ არა ფაგით ბაქტერიის ინფიცირების პროცესი, რაც metad მნიშვნელოვანია. ჩვენს მიერ შექმნილი თურბიდიმეტრის მეთოდით, შესაძლებელია მაღალი სიზუსტით განისაზღვროს ხსანარის გამჭვირვალობის ხარისხი, რაც ფაqტიურად განსაზღვრავს ბაქტერიების ტიტრს ხსნარში. ცნობილია, რომ ბაქტერიების გამრავლების პროცესის დროს ხსნარის სიმღვრივე იზრდება, რასაც თურბიდიტის მეთოდით შესაძლებელია უწვედ დროში დავაკვირდეთ ბაქტერიების გამრავლებას. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმის დადგენა თუ როგორ წარიმართება ბაქტერიების gamravlebis პროცესი დროში, როცა იცვლება საკვები არეს შემადგენლობა, ან საკვებ არეში შეტანილი იქნება ანტიბიოტიკები ან ბაქტერიოფაგები. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, ბაქტერიების გამრავლების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხსნარში არამარტო ამ პრეპარატების არსებობა, არამედ დადგინდა რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების კონცენტრაციასაც. ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომლის მიხედვითაც თუ ბაქტერიის მემბრანაზე არსებული ცილები, რომელთანაც დაკავშირებულია ანტიბიოტიკები ან ფაგურ ნაწილაკები, ოღონდ კიდევ არის მემბრანაზე დარჩენილი თავისუფალი, (ანტიბიოტიკებისაგან, ფაგებისაგან) receptoruli ადგილები, ასეთ დროს ბაქტერია ჩვეულებრივ გამრავლდება. ჩვენი წარმოდგენით - იმ შემთხვევაში, როდესაც ანტიბიოტიკის მოლეკულები ან ფაგური ნაწილაკები შეავსებენ მემბრანაზე არსებულ ყველა რეცეფტორულ ცილებს, ანტიბიოტიკის შემთხვევაში ბაქტერიები არ გამრავლდებიან, ხოლო ფაგების შემთხვევაში მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდეგ (ყველა მემბრანული რეცეფტორების დაკავებით) დაიწყება ფაგური ნაწილაკიდან დნმ-ის ეჟექციის პროცესი ციტოპლაზმაში და ხდება ბაქტერიის ინფიცირების პროცესი (ბაქტერიები განადგურდება).
Print

« იხ. ყველა სიახლე