2017-10-09
ახალგაზრდა ქიმიკოსთა სამეცნიერო კონფერენცია
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება, ქიმიის დარგობრივი კომისია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 2017 წლის 1 ნოემბერს აწყობს ახალგაზრდა ქიმიკოსთა სამეცნიერო კონფერენციას.მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, სახელი, გვარი, თემის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი გადააგზავნოთ 25 ოქტომბრამდე მისამართზე: marina.karchkhadze@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე