2020-03-30

ფოლკსვაგენის ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნირო ფონდის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის „რეგიონალური სადოქტორო პროგრამა თეორიულ ფიზიკასა და ნაწილაკების ექსპერიმენტალურ ფიზიკაში “ ფარგლებში გამოცხადებული სტიპენდიების მოსაპოვებელი კონკურსის შედეგები

კონკურსში შემოტანილი დოკუმენტების საფუძველზე საკონკურსო კომისიამ, რომელშიაც სადოქტორო პროგრამის სამი წარმომადგენელი - მირიან ტაბიძე (თსუ მეფი) რევაზ შანიძე (თსუ) და მერაბ გოგბერაშვილი (თსუ) - შედიოდა  ა.წ. 23 მარტს გამოცხადებულ სტიპენდიების კონკურსში თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლაშა  ფანცხავა მიიჩნია გამარჯვებულად.  წლის ბოლომდე დოქტორანტს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია, 600 ევროს ექვივალენტი ლარებში.
Print

« იხ. ყველა სიახლე