ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-23

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების საყურადღებოდ!


         
ცხადდება კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემეტრული (ერთი სემესტრის განმავლობაში) დაფინანსების მოსაპოვებლად
 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანთა საბუთები მიიღება 2016 წლის 24 მარტიდან  31 მარტის ჩათვლით  ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ მეორე კორპუსი, N 110) 10.00-დან 17.00 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1)    განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ
2)    ავტობიოგრაფია (CV);
3)    სამეცნიერო პუბლიკაციების სია
4)    სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა,
5)    ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
6)    ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით (გარდა პირველსემესტრელი დოქტორანტების)

Print

« იხ. ყველა სიახლე