2013-10-09
ფიზიკის მიმართულების სტუდენტთა საყურადღებოდ!
ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი (ბაკალავრიატის მაღალი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის) გაიმართება ყოველ ოთხშაბათს, 16:00-18:00 საათებში , თსუ მე-2 კორპუსი, აუდიტორია №227.
სემინარზე გაიმართება დისკუსია თანამედროვე ფიზიკის პრობლემების გარშემო, ჩამოყალიბდება კონკრეტული ფიზიკური ახალი ამოცანები, რომლებსაც სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ამოხსნიან.
« იხ. ყველა სიახლე