2011-11-28
"ქიმიის დღე" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2011 წლის 25 დეკემბერს, 10:00 – 16:00 თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საბავშვო უნივერსიტეტის “ნორჩ ქიმიკოსთა“ სკოლა იწვევს სკოლის მოსწავლეებს “ქიმიის დღის” ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიების განრიგი
10:00 სთ მოსწავლეთა კონკურსი/ტესტირება ქიმიაში (25 წუთი)
10:35 სთ "ქიმია და ეკონომიკა“ და “ვისწავლოთ ხალისით – ელემენტთა
პერიოდულობის სისტემა” საუკეთესო საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაცია
13:00 შესვენება
13:30 სთ პროფესორთა და სტუდენტთა ლექცია/დემონსტაციები
15:00 სთ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
1. მოსწავლეთა კონკურსი/ტესტირება (3 ფინალისტი თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში)
2. კონკურსი “ქიმია და ეკონომიკა“ (იხ. დანართი 1)
3. “ვისწავლოთ ხალისით – ელემენტთა პერიოდულობის სისტემა” (იხ.დანართი 2)
საკონკურსო პირობები: კონკურს/ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 7–12 კლასის მოსწავლეებს. კონკურსი ჩატარდება ორ ასაკობრივ ჯგუფში: 7–9 და 10–12 კლასელებისათვის.
რეგისტრაცია შესაძლებელია 19 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე:
scienceacademy–ssa@tsu.ge და/ან scienceacademy2010@gmail.com;
რეგისტრაცისას მითითებული უნდა იყოს კონკურსის სახელწოდება, რომელშიც აპირებს
მოსწავლე მონაწილეობის მიღებას, მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა და კლასი, საკონტაქტო მონაცემები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ტელ.: 2 304070
მისამართი: უნივერსიტეტის #13, თსუ მე–11 კორპუსი(მაღლივი კორპუსის პორდაპირ),
107 აუდიტორია.
გელით უნივერსიტეტში!
« იხ. ყველა სიახლე