ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-13

განახლდა კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რეგულარული სამეცნიერო სემინარი

სემინარი ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს  11 საათზე.
მისამართი: თსუ  XI კორპუსი,    აუდიტორია 204

2012 წლის 15 მარტს  პროფ. გია სირბილაძეგააკეთებს  მოხსენებას თემაზე:
‘პროგნოზის ამოცანის ახალი ფაზი ტექნოლოგიის შესახებ:  ექსპერტული ცოდნის ნაკადების ტემპორალიზაცია&დისკრეტული ექსტრემალური დინამიკური ფაზი-მოდელები’.

მოკლე ანოტაცია
ბოლო წლებში მკვლევართა მიერ დიდ ყურადღებას იპყრობს დინამიკური  ფაზი-სისტემების მოდელირების, იდენთიფიკაზიისა და პროგნოზის ამოცანების გამოყენება.  ეს პირველ რიგში ეხებაექსტრემალური და ანომალური მოვლენებისა და პროცესების ამოცნობასა და პროგნოზირების რთულ თემატიკას, როდესაც ინფორმაციის წყაროს ძირითადში წარმოადგენს საესპერტო ცოდნის ნაკადი და ცოდნის ფორმირება ხდება ფაზი მიმართებებსა და კომპოზიციებში.
როგორც ცნობილია ცოდნის ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან აპარატს წარმოადგენს მონაცემთა დემპსტერ-შეიფერის სტრუქტურა. ბევრი მკვლევარი ცდილობს მათი კვლევის ევრისტიკული მოდელები დაუკავშიროს ამ სტრუქტურას სანდო და სარწმუნო დასკვნებისა და გადაწყვეტილებების შესაქმნელად. თუმცა ამ სტრუქტურის დინამიკური-ტემპორალური ვარიანტიარ არსებობდა და მოდელების დინამიკური ვარიანტები ევრისტიკული მოდელებისთვის ვერ იქმნებოდა.
შემუშავებულია დემპსტერ-შეიფერის ნდობისტემპორალური სტრუქტურა, რომელსაც ფუნდამენტურ დონეზე გადაყავს და მოდიფიცირებას უკეთებს გადაწყვეტილების მიღებისა და ცოდნის ინჟინერიის ისეთი ცნობილი მეთოდები, როგორიცაა: 1. ექსპერტონების მეთოდი. 2. დისკრიმინაციული ანალიზი, 3. სარგებლიანობის თეორია და ა.შ.
მოდიფიცირებული მეთოდები გამოსავალზე გვაძლეს გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმის დუალიზებულ ნაკადს, რომელიც წარმოადგენს ექსტრემალური სასრული ფაზი-დინამიკური მოდელის შემავალ მონაცემებს. ამ მოდელით კი უკვე გამოსავალზე მივიღებთ  პროგნოზის გადაწყვეტილების კრიტერიუმის მნიშვნელობებს, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია გადაწყვეტილებათა რანჟირება კრიტერიალური მნიშვნელობებით.
კომბინირებული მოდელის, ტემპორალიზაცია+ ფაზი-დინამიკური მოდელირება, უპირატესობა ნაჩვენებია მრავალ მაგალითზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება მოხსენებაზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე